კრიშტიანო რონალდო: არ ღირს ჟოზე მოურინიოზე ლაპარაკი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთხელ მოუხდა უარის თქმა, თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პიროვნებაზე ესაუბრა.

ესპანელმა ჟურნალისტებმა რონალდოს მის თანამემამულე სპეციალისტზე კითხვა 14 აგვისტოს გამართულ პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგური მატჩის შემდეგ დაუსვეს.

"ამ პიროვნებაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა მასზე რამე ვთქვა, რადგან საქმე ამად არ ღირს", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ცოტა ხნის წინ თქვა:

"30 წლის ვიყავი, როდესაც რონალდოს ვწვრთნიდი, არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს - ბრაზილიელს..."

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ახალგაზრდა
ვიყავი და რივალდოს, ფიგუს, გვარდიოლასა და რონალდოს ვწვრთნიდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული