გარეთ ბეილი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გაფორმებას მარბელიაში ელოდება

AutoSharing Option
ლონდონური "ტოტენჰემის" უელსელი ლეგიონერი გარეთ ბეილი უკვე ესპანეთშია. ის ესპანეთის კურორტ მარბელიაზე ისვენებს და მშვიდად ელოდება, როდის გაფორმდება ხელშეკრულება მადრიდის "რეალთან".

"მარკას" მტკიცებით, მსოფლიოს ახალი რეკორდი ტრანსფერებში უკვე მომავალ კვირაში დამყარდება - "რეალი" "ტოტენჰემს" 99 მილიონ ევროს გადაუხდის.

შესაძლოა, კონტრაქტი უკვე 26 აგვისტოს გაფორმდეს კიდევაც. რა თქმა უნდა, 24 წლის ბეილი "სუონსისთან" II ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილი: ლონდონის "ტოტენჰემში" აღარ ვითამაშებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული