სამი წითელი ბარათის ამოღებისთვის მსაჯს სახეში წიხლი ჩაარტყეს [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ პარაგვაის იუნიორთა ჩემპიონატის ერთი რიგითი შეხვედრა ვადაზე ადრე შეწყდა. მიზეზი ფეხბურთელების მიერ მთავარი მსაჯის ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

არბიტრმა მასპინძელ ფეხბურთელს მეტოქის წინააღმდეგ განზრახ უხეშობის გამო პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. რამდენიმე წამში მასთან გაძევებულის ჯერ ერთი თანაგუნდელი მიიჭრა და შეაგინა, მერე მეორემ გაიმეორა ეს საქციელი. მსაჯმა ორივეს წითელი უჩვენა.

ამის შემდეგ კი სიტუაცია უკონტროლო გახდა.

მსაჯი დასჯილი გუნდის მოთამაშეთა გარემოცვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი კი მას რინგის მეთოდით გაუსწორდა და მაღალ ნახტომში სახეში წიხლი უთავაზა.

მოედანზე
მომენტალურად გამოჩნდა ხელჯოხებით შეიარაღებული პოლიცია, რომელმაც დაზარალებული კიდევ უფრო მძიმე დაზიანებებს გადაარჩინა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული