ჟოზე მოურინიო: ეს ჩელსი-ბაიერნია და არა მოურინიო-გვარდიოლა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უეფას სუპერთასის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გერმანულ გუნდში ბევრი ფეხბურთელი ფორმის პიკზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ევროპის ლიგის გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის " ბაიერნი" 30 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება მატჩი "ჩელსისა" და "ბაიერნს" შორის და არა მოურინიო გვარდიოლას წინააღმდეგ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან თამაში, რადგან ამ ტურნირის სტარტისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადებით.

რაც შეეხება მეტოქეს, "ბაიერნი" ზუსტად რომ მთლიანი გუნდით არის
ძლიერი და არა ცალკეული ფეხბურთელებით.

"ბაიერნში" ამჟამად ბევრი ფეხბურთელია, რომელიც საკუთარი სათამაშო ფორმის პიკზეა",
- თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული