შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ევროპის ლიგის გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის " ბაიერნი" 30 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.
"მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება მატჩი "ჩელსისა" და "ბაიერნს" შორის და არა მოურინიო გვარდიოლას წინააღმდეგ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან თამაში, რადგან ამ ტურნირის სტარტისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადებით.
რაც შეეხება მეტოქეს, "ბაიერნი" ზუსტად რომ მთლიანი გუნდით არის
"ბაიერნში" ამჟამად ბევრი ფეხბურთელია, რომელიც საკუთარი სათამაშო ფორმის პიკზეა", - თქვა მოურინიომ.