რობერტო კარლოსი: მახაჭყალის "ანჟის" ევროპის ლიგაში მასხრად აიგდებენ

AutoSharing Option
მახაჭყალის "ანჟის" ყოფილმა ფეხბურთელმა და დირექტორმა რობერტო კარლოსმა ბრაზილიურ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც დაღესტნური კლუბის არცთუ ნათელ მომავალზე ისაუბრა.

"ვაფრთხილებდი კერიმოვს (კლუბის პრეზიდენტი), რომ როდესაც მე და გუს ჰიდინკი წავიდოდით, კლუბის სტრუქტურა ჩამოიშლებოდა. აი, ყველა ის ფეხბურთელი, რომელსაც შედეგი მოჰქონდა, წავიდა, გუნდი კი გამოუცდელების იმედად დარჩა.

"ანჟი" ევროპის ლიგაში დასაცინი გახდება. ეგ კი არა, თუკი კლუბი ნორმალურ მწვრთნელსა და დირექტორს ვერ მოძებნის, უახლოეს ორ წელიწადში "ანჟი" აღარ იარსებებს",
- თქვა კარლოსმა.

შეგახსენებთ, რომ მახაჭყალურ კლუბში ახლახან საქართველოს ნაკრების მცველი გია
გრიგალავა გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფული გაუთავდათ და რას იზამ;)
lado
01:08 11-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული