ანგარიში პორტუგალიამ გახსნა, ბრაზილიელთა უხეში შეცდომით დაცვაში რაულ მეირელეშმა ისარგებლა მე-18 წუთზე.
24-ე წუთზე ანგარიში "პარი სენ-ჟერმენის" მცველმა ტიაგო სილვამ გაათანაბრა, მან კუთხურს თავი დაუხვედრა. 35-ე წუთზე კი ნეიმარმა სოლო-რეიდით სუპერგოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ბრაზილიელებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს - ახლო მანძილიდან გოლი ჟომ შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ შეხვედრის გამოტოვების უფლება მისცა კრიშტიანო რონალდოს.
მატჩის შემდეგ ნეიმარი პორტუგალიელი მცველების უხეშობით აღშფოთებული იყო:
"ფეხი ახლაც
რაც შეეხება თამაშს, პორტუგალიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, რომელიც ხისტ ფეხბურთს თამაშობს და რომლის დამარცხებაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შორის მუდამ საინტერესო მატჩები იმართება".
ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარის სიურპრიზები ბრაზილიის ნაკრებში