ლიონელ მესის მამა რომარიოს სასამართლოში უჩივლებს

AutoSharing Option
ლიონელ მესის მამა, ხორხე მესი აპირებს, უჩივლოს წარსულში ცნობილ ფეხბურთელ რომარიოს, რომელმაც ამას წინათ განაცხადა, რომ ლეო აუტიზმის მსუბუქი ფორმით, ასპერგერის სინდრომით არის დაავადებული.

ამის შესახებ რომარიომ "ტვიტერზე" დაწერა და დაამატა, დაავადება ლეოს თამაშზე უკეთ კონცენტრაციაში ეხმარებაო.

რომარიო არც მესის მამის მუქარამ შეაშინა: "აჰ, ლეოს მამას ჩივილი სურს? ეს მისი ნებაა", - დაწერა ბრაზილიელმა "ტვიტერზე".

ასევე იხილეთ:
"ლიონელ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც თამაშში ეხმარება"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული