ფიფა რასისტული ქვეყნების რეიტინგს შექმნის

AutoSharing Option
ფიფა ისეთი ქვეყნების რეიტინგის შექმნას აპირებს, რომლებსაც რასიზმთან და სპორტში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ამის შესახებ შვეიცარიელი ჟურნალისტები იუწყებიან და წყაროდ ფიფას დელეგატი ტოკიო სექსვეილი მოჰყავთ.

"სპორტი სხვადასხვა ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაა. არ მგონია, ვინმეს მოუნდეს ამ რეიტინგის ბოლო ადგილებზე ყოფნა. ამ რეიტინგის საშუალებით რასიზმსა და დისკრიმინაციას ეფექტურად დავუპირისპირდებით", - განაცხადა სექსვეილმა.

გარდა ამისა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ აღნიშნა, რომ სპორტულ საზოგადოებაში რასიზმთან ბრძოლას ყოველთვის მხარს არ უჭერენ.

"სპორტის სამყაროში ეს პოპულარულებს არ გაგვხ
დის, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ", -
თქვა პლატინიმ.

მომზადებულია Fox Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული