თავის დროზე კი იზაბელა ეროტიკულ ფოტოსესიებში პოზიორობდა და პოლონეთში პოპულარულ სერიალში "რისი ეშინიათ ყმაწვილებს" თამამ სცენებში მონაწილეობდა. მომხიბვლელი პოლონელი ასული არც "პლეიბოის" დაუტოვებია უყურადღებოდ - იზაბელამ ამ ცნობილი ჟურნალის გარეკანი არაერთხელ დაამშვენა.
მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ იზაბელამ საკუთარი სამოდელო სააგენტო შექმნა და სამშენებლო ბიზნესითაც დაკავდა.
როგორც 33 წლის ბიზნესვუმენი ამბობს, ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, თუმცა "ვარტას"
იზაბელა ირწმუნება, რომ საფეხბურთო კლუბი მისთვის დროებითი გასართობი სულაც არაა და მისი აღორძინებისთვის, კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, თავს არ დაზოგავს.