არსენ ვენგერი: რუსეთის 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტირებაზე საუბარი ჯერ ადრეა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის, იაია ტურეს ნათქვამს გამოეხმაურა, რომელსაც რუსეთში შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაბრაზებული ტურე რუსეთის სტადიონებზე რასიზმის პრობლემის გამო ამ ქვეყანაში გასამართი 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტირების იდეით გამოვიდა.

"რასიზმთან ბრძოლა ყველგანაა საჭირო - რუსეთშიც და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც, მაგრამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და საუბარი მუნდიალი 2018-ის ბოიკოტზე ჯერ ძალიან ადრეა, რადგან რასისტული პრეცედენტი ჯერ არაა გამოძიებული და დამტკიცებული.

რასიზმთან შეგუება არ შეიძლება, თუმცა მგონია, რომ რუსეთს შეუძლია მასთან ბრძოლა. ვფიქრობ, საჭირო ზომებს ამ მიმართულებით უეფაც
მიიღებს",
- თქვა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელთა" კაპიტანს რასისტული შეურაცხყოფა ცსკა-სთან, 23 ოქტომბერს გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს, სტადიონ "არენა ხიმკიზე" მიაყენეს.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტი": შთაბეჭდილებები მოსკოვიდან
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული