დასავლეთში ხუთეულის ვინაობა თითქმის გარკვეული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი გახლდათ, თუ როგორ განაწილდებოდა ადგილები, რადგან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ კონფერენციის 1/2-ფინალის საგზურს მიიღებდნენ, მე-4-მე-5 ადგილებზე გასულებს კი ერთმანეთში თამაში მოუწევდათ...
აღმოსავლეთი
აღმოსავლეთში ყველაზე მეტად არ გაუმართლა 1998 წლის ჩემპიონ "ჩიკაგო ფაიერს", რომელიც კონფერენციის ლიდერს, "ნიუ იორკ რედ ბულსს"
მასპინძლები, გამარჯვების შემთხვევაში, რეგულარული სეზონის გამარჯვებულის ტიტულს მიიღებდნენ, რაც საკმარისზე მეტი მოტივაცია იყო. შეხვედრა "რედ ბულსისთვის" ცუდად დაიწყო და მაიკ მაგიმ სეზონში თავისი 21-ე გოლი გაიტანა, მაგრამ აქედან მოყოლებული, უპირატესობა მთლიანად "ნიუ იორკის" მხარეს გადავიდა - "რედ ბულსმა" "ჩიკაგოს" კარში 5 გოლი გაიტანა (თითო გოლი და გადაცემა ტიერი ანრის ანგარიშზეა, პეგი ლუინდულამ კი სამი საგოლე პასი მიითვალა). მართალია, ბოლოს ერთიც გაუშვა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია - "რედ ბულსმა" ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა და რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ახლა ტიერი ანრის და კომპანიის მიზანი პლეი ოფში გამარჯვება და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა, რომელიც გუნდისთვის ასევე პირველი იქნება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებული 17 სეზონიდან, მხოლოდ 6-ჯერ მოხდა ისე, რომ ერთმა გუნდმა მოიგო როგორც რეგულარული სეზონი, ასევე პლეი ოფი. ბოლოს ასეთი რამ 2011 წელს "ლოს ანჯელეს გელექსიმ" გააკეთა.
"ჩიკაგოს" კი სატურნირო ცხრილში ბოლო ორი სეზონის ფინალისტმა "ჰიუსტონ დინამომ" და "ნიუ ინგლენდმა" გადაასწრეს. პირველმა კონფერენციის აუტსაიდერს, 4-გზის ჩემპიონ "DC იუნაიტედს" მოუგო, "რევოლუშენმა" კი "კოლამბუს ქრიუს" სძლია.
საბოლოოდ, კონფერენციის 1/2-ფინალში "ნიუ იორკ რედ ბულსი", "სპორტინგ კანზას სიტი" და "ნიუ ინგლენდ რევოლუშენი" გავიდნენ, დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი "ჰიუსტონ დინამო" და "მონრეალი" ითამაშებენ.
დასავლეთი
როგორც აღვნიშნეთ, ამ კონფერენციაში ხუთეული თითქმის გარკვეული იყო. ბოლო ტურის წინ მეექვსე ადგილზე მყოფ "სან ხოსე ერთქვეიქსს" სასწაული სჭირდებოდა, რომელიც არ მოხდა - თავად კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ მინიმალური სხვაობით, "სიეტლმა" და "კოლორადომ" კი ასტრონომიული ანგარიშებით, რა გასაკვირია და, არ წააგეს.
კონფერენციის გამარჯვებული გახდა "პორტლენდ ტიმბერსი", რომელმაც აუტსაიდერ "ჩივასს" 5:0 მოუგო. დუბლი შეასრულა არგენტინელმა დიეგო ვალერიმ, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა. მეორე ადგილი "რეალ სოლტ ლეიკს" ერგო, მისი ფორვარდი კამილო კი საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს დაეუფლა - ბრაზილიელმა ბოლო ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა და მარკო დი ვაიო-მაიკ მაგის დუეტი ჩამოიტოვა.
ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი სიეტლში გაიმართა, სადაც "საუნდერსი" და "გელექსი" მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, მესამე პოზიცია და კონფერენციის 1/2-ფინალის საგზური ბოლო ორი სეზონის გამარჯვებულმა, "ლოს ანჯელეს გელექსიმ" მოიპოვა, რომელმაც საჭირო ქულა აიღო.
ამ მატჩში თავი ლონდონის "ტოტენჰემის" ორმა ყოფილმა ფეხბურთელმა გამოიჩინა - მასპინძლები კლინტ დემპსიმ დააწინაურა, "გელექსიდან" კი სეზონში თავისი მე-16 გოლი რობი კინმა გაიტანა.
ფილადელფია-კანზას სიტი 1:2
გოლები: 0:1 ზუსი (47), 1:1 მაკინერნი (88), 1:2 ოლუმი (90)
ტორონტო-მონრეალი 1:0
გოლი: 1:0 ერნშოუ (16)
სან ხოსე-დალასი 2:1
გოლები: 1:0 ვ. მარტინესი (27), 2:0 ვონდოლოვსკი (57), 2:1 კილი (90)
ჩივასი-პორტლენდი 0:5
გოლები: 0:1 დ. ვალერი (16), 0:2 დ. ვალერი (29), 0:3 რ. უოლასი (34), 0:4 რ. ჯონსონი (72), 0:5 ვ. ჯონსონი (76)
იუნაიტედი-ჰიუსტონი 1:2
გოლები: 0:1 ბ. გარსია (11-პენ), 1:1 პორტერი (27), 1:2 ბარნსი (39)
კოლამბუსი-ნიუ ინგლენდი 0:1
გოლი: 0:1 აგუდელო (28)
რედ ბულსი-ჩიკაგო 5:2
გოლები: 0:1 მაგი (6), 1:1 ანრი (24), 2:1 სეკაჯია (50), 3:1 სემი (56), 4:1 ალექსანდერი (77), 5:1 სტილი (84), 5:2 ამარიკვა (90)
ვანკუვერი-კოლორადო 3:0
გოლები: 1:0 კამილო (44-პენ), 2:0 კამილო (74), 3:0 კამილო (84)
სიეტლი-გელექსი 1:1
გოლები: 1:0 დემპსი (30), 1:1 რობი კინი (78)
აღმოსავლეთი კონფერენცია
თ მ ფ წ ბ ქ
1. რედ ბულსი 34 17 8 9 58-41 59
2. კანზას სიტი 34 17 7 10 47-30 58
3. ნიუ ინგლენდი 34 14 9 11 49-38 51
4. ჰიუსტონი 34 14 9 11 41-41 51
5. მონრეალი 34 14 7 13 50-49 49
6. ჩიკაგო 34 14 7 13 47-52 49
7. ფილადელფია 34 12 10 12 42-44 46
8. კოლამბუსი 34 12 5 17 42-46 41
9. ტორონტო 34 6 11 17 30-47 29
10. DC იუნაიტედი 34 3 7 24 22-59 16
დასავლეთი კონფერენცია
თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტლენდი 34 14 15 5 54-33 57
2. სოლტ ლეიკი 34 16 8 10 57-41 56
3. გელექსი 34 15 8 11 53-38 53
4. სიეტლი 34 15 7 12 42-42 52
5. კოლორადო 34 14 9 11 45-38 51
6. სან ხოსე 34 14 9 11 35-42 51
7. ვანკუვერი 34 13 9 12 53-45 48
8. დალასი 34 11 11 12 48-52 44
9. ჩივასი 34 6 8 20 30-67 26
ბომბარდირები: 22 - კამილო (ვანკუვერი); 21 - მაგი (ჩიკაგო); 20 - დი ვაიო (მონრეალი); 16 - რობი კინი (გელექსი)
ასისტენტები: 13 - დიეგო ვალერი (პორტლენდი); 12 - ლე ტუ (ფილადელფია); 11 - რობი კინი (გელექსი)
პლეი ოფი
აღმოსავლეთი: "რედ ბულსი"-"ჰიუსტონი" ან "მონრეალი", "კანზას სიტი"-"ნიუ ინგლენდი"
დასავლეთი: "პორტლენდი"-"სიეტლი" ან "კოლორადო", "სოლტ ლეიკი"-"გელექსი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"