ფიფამ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტები დაასახელა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს - "ოქროს ბურთის" 23 პრეტენდენტი დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფიფას ექსპერტებისა და გამოცემა "ფრანს ფუტბოლის" მიერ შედგენილ ჩამონათვალში გამორჩეული ადგილი ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონის გამარჯვებულ "ბაიერნს" უკავია - სიაში ერთბაშად 6 მიუნხენელი ფეხბურთელი გვხვდება.

მთლიანი სია ასე გამოიყურება:

გარეთ ბეილი (უელსი), ლუის სუარესი, ედინსონ კავანი (ორივე - ურუგვაი), რადამელ ფალკაო (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა, ჩავი (ორივე - ესპანეთი), ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი, ტომას
მიულერი, მანუელ ნოიერი, (ყველა - გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტიაგო სილვა, ნეიმარი (ორივე - ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), რობინ ვან პერსი, არიენ რობენი (ორივე - ნიდერლანდები), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), იაია ტურე (კოტ დ'ივუარი).

ფიფა დეკემბერში იმ სამ ნომინანტს გამოაცხადებს, რომლებიც გამოკითხვაში სხვებზე მეტ ბალს მიიღებენ.

რაც შეეხება "ოქროს ბურთის" მფლობელს, მას ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების, ასევე, ფიფას მიერ შერჩეული პრესის წარმომადგენლების გამოკითხვა გამოავლენს და 13 იანვარს, ციურიხში, საზეიმო ცერემონიალზე გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული