17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/2-ფინალი: მოქმედი ჩემპიონი და რეკორდსმენი

AutoSharing Option
17-წლამდელთა მუნდიალის ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, მექსიკისა და ნიგერიის ნაკრები გუნდები ითამაშებენ. მექსიკა ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, ნიგერია კი ნახევარფინალის წინ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ორივე გუნდმა იოლ გამარჯვებას მიაღწია, ოღონდ, თუ ნიგერიამ შვედეთს კლასის ხარჯზე აჯობა, მექსიკას თავად მეტოქე დაეხმარა - შეხვედრის მესამე წუთზე არგენტინელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სებასტიან დრიუსიმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, 0:2-ზე კი "ალბისელესტეს" საუკეთესო ბომბარდირმა ხოაკინ იბანიესმა წითელი ბარათი მიიღო.

ფინალი 8 ნოემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ნიგერიას ეს ტურნირი 3-ჯერ (ბოლოს 2007 წელს) აქვს
მოგებული, რაც რეკორდია (ბრაზილიაც სამგზის ჩემპიონია), მექსიკა კი ორგზის ჩემპიონია.

არგენტინა-მექსიკა 0:3
გოლები: 0:1 ი. ოჩოა (5), 0:2 ი. ოჩოა (21), 0:3 გრანადოსი (86)
გამოუყენებელი პენალტი: დრიუსი (3. არგენტინა)
გაძევება: ხ. იბანიესი (31. არგენტინა), ბატალია (90. არგენტინა)

შვედეთი-ნიგერია 0:3
გოლი: 0:1 ავონიი (21), 0:2 ოკონი (80), 0:3 ეზე (81)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/8-ფინალი: ამერიკელთა დომინაცია და ევროპელთა კრახი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული