ოქროს ბუცი 2012/13: ლიონელ მესიმ ჯილდო მესამედ მოიპოვა

AutoSharing Option
20 ნოემბერს ბარსელონაში ლიონელ მესიმ კუთვნილი პრიზი ჩაიბარა - 26 წლის არგენტინელს გადაეცა ევროპის ბომბარდირისთვის დაწესებული "ოქროს ბუცი". ლეომ "ოქროს ბუცი" მესამედ მოიპოვა:

"ოქროს ბუცი" ძალიან კარგი გუნდური ტიტულია. დიახ, გუნდური, რადგან ამ პრიზს ჩემით ვერაფრით მოვიპოვებდი. ჩემი თანაგუნდელების გარეშე, მათი პასების გარეშე. ამ პრიზს ჩემს ოჯახსა და ჩემს თანაგუნდელებს ვუძღვნი", - განაცხადა "ბარსელონას" ფორვარდმა.

ექსტრავაგანტური მორთულობის ჟაკეტში გამოწყობილმა ლეომ "ოქროს ბუცი" კიდევ ერთი ლეგენდისგან, ხრისტო სტოიჩკოვისგან მიიღო. ბულგარელმა მესის მალე გამოჯანმრთელება უსურვა:

"ნელნელა მოვმჯობინდი, ფეხი თითქმის აღარ მტკივა, მაგრამ
ჯერ ვერ ვიტყვი დროს, როცა დაბრუნებას შევძლებ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია აღდგენითი პროცესის მიმდინარეობაზე. როცა მზად ვიქნები, ყველანი შეიტყობთ",
- განაცხადა მესიმ, რომელიც "ბეტისთან" თამაშში დაიმტვრა და მას მერე იძულებით უქმობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლეო მესიმ 46 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში 90 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გავიდა 68 ქულით, მესამე იყო ედინსონ კავანი (ნაპოლი) - 58 ქულით. ხუთეულში შევიდნენ: 4. რადამელ ფალკაო (ატლეტიკო) - 56 ქულა, ჯექსონ მარტინესი (პორტუ) და რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 52-52 ქულა.

ბოლო 5 სეზონია, "ოქროს ბუცი" მხოლოდ ლა ლიგის წარმომადგენლებს რჩებათ: დიეგო ფორლანს (ატლეტიკო, 2009), მესის (2010, 2012, 2013) და კრიშტიანო რონალდოს (2011). აღსანიშნავია, რომ სამჯერ ეს პრიზი მესის გარდა არავის მოუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესის "ოქროს ბუცს" ოთხშაბათს გადასცემენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან თუ არგენტინა პირველ ადგილზე გაიყვანა,მაშინ მართლა აჯობებს მარადონას.
sdfghjkl
17:07 21-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული