ლიონელ მესის "ოქროს ბუცს" ოთხშაბათს გადასცემენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის, 2012/13 წლების სეზონში ევროპული ლიგების საუკეთესო ბომბარდირობისთვის, "ოქროს ბუცს" ოთხშაბათს გადასცემენ.

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 2012/13 წლების სეზონში 46 გოლი გაიტანა.

არგენტინელი ვარსკვლავის დაჯილდოების ცერემონიალი ბარსელონაში გაიმართება, ჯილდოს კი ევროპული სპორტული გამოცემების გაერთიანება (ESM) მიაკუთვნებს.

შეგახსენებთ, რომ მესის კოლექციაში ეს უკვე მესამე "ოქროს ბუცია". ჯილდო არგენტინელმა 2009/10 და 2011/12 წლების სეზონებშიც დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული