ფიფა სამხრეთ აფრიკას ესპანელებთან მოგებას არ ჩაუთვლის

AutoSharing Option
ახლახან სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ბერნარდ პარკერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

იმ შეხვედრაში ერთი ასეთი ინციდენტი მოხდა - მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ვიქტორ ვალდესმა მძიმე ტრავმა მიიღო. ესპანელებს ამხანაგურ მატჩში წინასწარ შეთანხმებული 6 შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ.

ამიტომ ხელთათმანები მცველმა ალვარო არბელოამ მოირგო, თუმცა შემდეგ მე-4 მსაჯთან ჩოჩქოლი შეიქნა. როგორც აღმოჩნდა, ესპანელებს აფრიკელთა მწვრთნელის პროტესტის მიუხედავად, გოლკიპერის შეცვლის უფლება მისცეს და კარში პეპე რეინა ჩადგა.

აფრიკელებს სიკეთე ცუდად შეუბრუნდათ - ფიფამ თამაში ოფიციალური ამხანაგური
მატჩების სიიდან ამოიღო და მას არც რეიტინგში გაითვალისწინებს.

მიზეზი? ესპანელებმა გადააჭარბეს შეცვლების ლიმიტს.

ასევე იხილეთ:
ამხანაგური მატჩები: ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული