ანდრე ვილაშ-ბოაშმა მუშაობა ამინდის პროგნოზის წამყვანად დაიწყო?

AutoSharing Option
ერთ-ერთი შვედური ტელეარხის მაყურებლები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც თავიანთი ტელევიზორების ეკრანებზე ლონდონის "ტოტენჰემიდან" გათავისუფლებული ანდრე ვილაშ-ბოაში დაინახეს, რომელიც ამინდის პროგნოზს აცხადებდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემიდან" ორშაბათს გაათავისუფლეს. მაყურებლებს კი გაუკვირდათ, ახალი სამუშაო რა მალე უშოვიაო...

საქმე ისაა, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შვედი ტელეწამყვანი ნიცან კოენი, რომელსაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და არც პორტუგალიელ სპეციალისტზე სმენია რამე.

ქვემოთ განთავსებულ ფოტოზე მარცხნივ ანდრე ვილაშ-ბოაშია, მარჯვნივ - ნიცან კოენი. მსგავსება მართლაც დიდია.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"ტოტენჰემმა" ანდრე ვილაშ-ბოაში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული