პორტუგალიელი სპეციალისტი "ტოტენჰემიდან" ორშაბათს გაათავისუფლეს. მაყურებლებს კი გაუკვირდათ, ახალი სამუშაო რა მალე უშოვიაო...
საქმე ისაა, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შვედი ტელეწამყვანი ნიცან კოენი, რომელსაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და არც პორტუგალიელ სპეციალისტზე სმენია რამე.
ქვემოთ განთავსებულ ფოტოზე მარცხნივ ანდრე ვილაშ-ბოაშია, მარჯვნივ - ნიცან კოენი. მსგავსება მართლაც დიდია.
ასევე იხილეთ:
"ტოტენჰემმა" ანდრე ვილაშ-ბოაში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა