მიუნხენის "ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
მაროკოში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" 2:0 მოუგო ადგილობრივ "რაჯა კასაბლანკას".

მე-7 წუთზე ჟერომ ბოატენგის პასით გოლი დანტემ გაიტანა, ხოლო 22-ე წუთზე თავი ტიაგო ალკანტარამ გამოიჩინა, რომელსაც ასისტენტობას დავიდ ალაბა უწევდა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა წელიწადი 5 ტიტულით დაასრულა. ჯერ იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. შემდეგ უკვე პეპის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ერთადერთი ტიტული, რომელიც "ბაიერნმა" დათმო გერმანიის სუპერთასია.

ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდმა ეს გამარჯვება იუპ ჰაინკესს
უძღვნა, რომლის მეთაურობითაც მოიპოვა "ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მე-3 ადგილისთვის მატჩში გააძევეს რონალდინიო, თუმცა მისმა "ატლეტიკომ" "გუანჯოუ ევერგრანდს" 3:2 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
- მოვიგეთ ფეოლა
- გაგიჭირდებოდათ
))))))))
givi
13:07 22-12-2013
0

სიახლეები პოპულარული