რა თქმა უნდა, მხითარიანი!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" გამთამაშებელი ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ეს წოდება მხითარიანმა, საერთო ჯამში, მეოთხედ დაიმსახურა.

ჟიურის 54 წევრიდან 41-მა საუკეთესოდ სწორედ მხითარიანი აღიარა, რომელიც ზაფხულში დონეცკის "შახტარიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგდა.

ამ სეზონში მხითარიანმა "დორტმუნდის" ფორმით 15 შეხვედრა ჩაატარა - მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე პასია. "ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემმა ქვეყანამ ფეხბურთში უფრო მეტს მიაღწიოს. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და ჩემს თანაგუნდელებს როგორც კლუბში, ისე ნაკრებშიც, რადგან მათ გარეშე ამ წოდებას
ვერ დავიმსახურებდი,
" - განაცხადა 24 წლის ვარსკვლავმა.

მხითარიანის მთავარი კონკურენტი მოსკოვის "სპარტაკის" თავდამსხმელი იურა მოვსისიანი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 35-ე ადგილზეა, რაც სომხური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული