დღეს მსოფლიო "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობას შეიტყობს

AutoSharing Option
მას მერე უკვე თვები გავიდა, რაც ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, აგრეთვე ჟურნალისტებმა, ხმა მისცეს თავიანთ რჩეულებს 2013 წლის "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში.

რჩება მხოლოდ ერთი - 13 იანვარს, ჩვენი დროით 21:30 საათზე, ციურიხში, გალა-ცერემონიალზე გამარჯვებულმა ფეხბურთელმა, რომლის სახელიც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, პრიზი ოფიციალურად უნდა ჩაიბაროს.

სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი დღეს უზომოდ ბედნიერი იქნება, დანარჩენ ორს კი აუცილებლად დაწყდება გული, რადგან თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთი" მას ეკუთვნის.

მაშ ასე, დღეს შევიტყობთ, ვინ გაიმარჯვა, ვინ იყო პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი 2013
წელს - ისევ ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო ან ფრანკ რიბერი. მანამდე კი მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ თავად კანდიდატები:

კრიშტიანო რონალდო: "ვიმსახურებ თუ არა "ოქროს ბურთს"? ალბათ... ისევე, როგორც შარშან ან ორი წლის წინათ. მე ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთს" ყოველ წელს ვიმსახურებ".

რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს

ლეო მესი: "ჩემთვის პატივია, სამ ფინალისტს შორის მოხვედრა. მე ვფიქრობ, რომ მთავარი კარიერაში გუნდური ტიტულია, თუმცა ინდივიდუალურადაც რომ გამოგარჩევენ, სასიამოვნოა. თუ ვერ მოვიგებ "ოქროს ბურთს", ეს არ იქნება ჩემთვის ქვეყნის დასასრული".

რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" ლიონელ მესის

ფრანკ რიბერი: "ბედნიერი ვარ, იმის მიუხედავად, გავიმარჯვებ თუ არა, რადგან კრიშტიანოსთან და ლეოსთან ერთად "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატი ვარ. ისე კი, მიმაჩნია, რომ 2013-ში "ოქროს ბურთი" დავიმსახურე".

რატომ ეკუთვნის "ოქროს ბურთი" ფრანკ რიბერის

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მესი, რიბერი თუ რონალდო? - წარმოგიდგენთ "ოქროს ბურთის" ნომინანტებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული