მოურინიოს ზამთრის პირველი ასრულებული სურვილი

AutoSharing Option
იანვრის მეორე დეკადის მთავარი სატრანსფერო ხმაურის ამტეხი, რა თქმა უნდა, 25 წლის სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩია. ჟოზე მოურინიომ ზამთრის პირველი სურვილი აისრულა და "ბენფიკადან" "ჩელსიში" მატიჩი გადაიყვანა.

ლონდონურ კლუბს ეს ტრანსფერი 21 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. "ის, როგორც ფეხბურთელი, პორტუგალიაში ჩამოყალიბდა, სადაც უნივერსალური ნახევარმცველი გახდა", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

ნემანია მატიჩის ტრანსფერის გარდა, გამოვყოფთ ჯერმეინ დეფოს წასვლას "ტოტენჰემიდან". ინგლისის ნაკრების ფორვარდმა მუნდიალის წინ გაუგონარი სიმამაცე გამოიჩინა - პრემიერლიგიდან MLS-ში გადავიდა, რითაც ბრაზილიაში გამგზავრება საეჭვო გახადა.

ასეა თუ ისე, 31 წლის ვეტერანმა
ფინანსურად მოიგო - კანადურ "ტორონტოს" 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, კვირაში 70 ათას ფუნტს (შეიძლება 90 ათასამდეც გაიზარდოს) მიიღებს და უზრუნველადაც დაასრულებს კარიერას. "ტოტენჰემმა" 6 მილიონი ფუნტი მიიღო, თუმცა დეფო თებერვლის ბოლომდე ლონდონში რჩება. 6 მილიონ ფუნტად წაიყვანა "ტორონტომ" ამერიკელი მაიკლ ბრედლიც "რომადან".

"ფიორენტინამ" ორი საინტერესო ფეხბურთელი დაიმატა იჯარით: შემტევი ალესანდრო მატრი "მილანიდან" და ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედიდან". "ვოლფსბურგს" 22 წლის კევინ დე ბრუინი (ჩელსი) 16,7 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ინტერესს იწვევს ირლანდიელი ეიდენ მაკგიდის დაბრუნებაც რუსეთიდან (მოსკოვის "სპარტაკი") ბრიტანეთში, კერძოდ, "ევერტონში".

საინტერესო იყო შიდაინგლისური გადაადგილებებიც - მაგალითად, ნიკიცა იელავიჩი ბედს ახლა "ევერტონის" ნაცვლად "ჰალ სიტიში" მოსინჯავს, სადაც მივიდა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ფორვარდი შეინ ლონგი. მოკლედ, "ვეფხვები" შესამჩნევად გაძლიერდნენ შეტევაში.

იანვრის მთავარი ტრანსფერები
10 იანვარი
ტაიეს ბრაუნინგი (ევერტონი-უიგანი), იჯ.
ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი-ტორონტო), 6 მლნ ფუნტი*
ჯიმი კებე (კრისტალ პალასი-ლიდსი), იჯ.
ფაბიან რინაუდო (სპორტინგი-კატანია), იჯ.
პაბლო პერესი (ნიუელსი-მალაგა)
გილერმე ოარო (დალიანი-ბორდო)

11 იანვარი
ხავიერ აკუნია (უოტფორდი-ოსასუნა), იჯ.
ეიდენ მაკგიდი (სპარტაკი-ევერტონი)

12 იანვარი
ოგუჩი ონიევუ (ქპრ-შეფილდი), თავ. აგ.

13 იანვარი
მაიკლ ბრედლი (რომა-ტორონტო), 6 მლნ ფ.
ხონას გუტიერესი (ნიუკასლი-ნორვიჩი), იჯ.

14 იანვარი
დარენ ამბროუზი (ბირმინგემი-აპოლონი), იჯ.
ჯონ გუიდეტი (მანჩესტერ სიტი-სტოკი), იჯ.
გრანტ ჰოლტი (უიგანი-ასტონ ვილა), იჯ.
სტივენ აირლენდი (ასტონ ვილა-სტოკი)
იოან ტურამ-ულიენი (სტანდარდი-ჩარლტონი), იჯ.
ანდრეა დონინელი (იუვე სტაბია-ჯენოა)
ხუან აგუდელო (ნიუ ინგლენდი-სტოკი)
ანდრეა პეტანია (სამპდორია-მილანი), იჯ. დასრულდა

15 იანვარი
ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი-ჰალი)
სტეფან იოჰანსენი (სტრომგოდსეტი-სელტიკი)
ნემანია მატიჩი (ბენფიკა-ჩელსი), 21 მლნ. ფ.
ალესანდრო მატრი (მილანი-ფიორენტინა), იჯ.
ბრაიან რუისი (ფულჰემი-პსვ), იჯ.
კევინ ფილიპსი (უკლუბო-ლესტერი)
კრისტიან მაიდანა (არხ. ხუნიორსი-ფილადელფია)
ტომას მანფრედინი (ჯენოა-სასუოლო)
ვინჩენცო მარესკა (სამპდორია-პალერმო)

16 იანვარი
ნათანიელ ჩალობა (ჩელსი-მიდლსბრო), იჯ.
ნიკი მეინარდი (კარდიფი-უიგანი), იჯ.
ალექს ტელესი (გრემიო-გალათასარაი)
მირკო ერამო (სამპდორია-ემპოლი)
ანტონიო როსატი (სასუოლო-ფიორენტინა), იჯ.
სალიჰ დურსუნი (ქაისერი-გალათასარაი)
ლომანა ლუალუა (ქარაბიუქი-რიზე), თავ. აგ.

17 იანვარი
რაიან ბერტრანდი (ჩელსი-ასტონ ვილა), იჯ.
ელდერსონი (ბრაგა-მონაკო)
ჟი დონგ-ვონი (აუგსბურგი-დორტმუნდი), თავ. აგ. 1 ივლისიდან.
შეინ ლონგი (ვესტ ბრომვიჩი-ჰალი), 7 მლნ ფ.
უმით კორკმაზი (ინგოლშტადტი-რიზე), თავ. აგ.

18 იანვარი
ანდერსონი (მანჩესტერი-ფიორენტინა), იჯარა
კევინ დე ბრუინი (ჩელსი-ვოლფსბურგი), 16,7 მლნ. ფ.
მარსელ ტისერანი (მონაკო-ლანსი), იჯ.
ჟორჟინიო (ვერონა-ნაპოლი)

19 იანვარი
პაოლო დე ჩელიო (იუვენტუსი-ჯენოა), იჯ.
ქვასიმ ბუიუ (იუვენტუსი-პსვ), იჯ.

* - დეფო "ტორონტოში" 28 თებერვალს გადავა
შენიშვნა: იჯ. - იჯარა; თავ. აგ. - თავისუფალი აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული