სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდა შვეიცარიული კომპანია CIES-ი, რომელმაც ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე 2 532 ფეხბურთელის წარსულს გადახედა. როგორც გაირკვა, ხუთ წამყვან ლიგაში "ბარსელონას" მიერ აღზრდილი 44 ფეხბურთელი თამაშობს, აქედან 16 მოთამაშე სწორედ კატალონიურ გუნდში ირიცხება. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მეორე ადგილზე "ლიონი" გახლავთ, რომელიც ამ პოზიციას მადრიდის "რეალთან" იყოფს - 31 ფეხბურთელი. "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე და მეექვსე ადგილებზე არიან. ლიდერებშია კიდევ ერთი
საინტერესოა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოკვლევების შედეგებიც:
- მიუხედავად უეფას მკაცრი მოთხოვნებისა, იმ ფეხბურთელთა რაოდენობამ, რომლებიც აღმზრდელ კლუბში თამაშობენ, სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია: 21,2%;
- იმ ფეხბურთელთა რაოდენობამ, რომელთაც მშობლიური ქვეყანა ერთხელ მაინც დაუტოვებიათ, ასევე სარეკორდო ზღვარს მიაღწია: 49,3%-ს;
- ყველაზე მეტი ლეგიონერი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს (60,4%), კლუბებიდან კი გამორჩეული "ინტერია" (89%);
- ყველაზე მეტი წარმომადგენელი ბრაზილიას ჰყავს, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული, მათი რაოდენობა 67-ით შემცირდა - 538-დან 471-მდე. სამაგიეროდ, გაიზარდა ფრანგების რაოდენობა: 247-დან 306-მდე;
- ყველაზე მეტად, ევროპის მასშტაბით, სატრანსფერო ბაზარზე სამხრეთული კლუბები აქტიურობენ. მაგალითად, კვიპროსში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითო კლუბი საშუალოდ 14,1 ახალ ფეხბურთელს იმატებდა, შვედეთში კი მხოლოდ 5,3-ს;
- ყველაზე ტანმაღალი ლიგა ბუნდესლიგაა (183,8 სმ), ყველაზე დაბალი - ესპანეთი - 180,1;
- გამოკვლეული 472 კლუბიდან, ყველაზე დაბალი გუნდი ისრაელის "ბნეი სახნინს" ჰყავს, მეორე ადგილზე კი "ბარსელონაა" (177,4 სმ);
- პროპორციულად, ყველაზე მეტი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ ერთი მატჩი მაინც ჩაუტარებია, პრემიერლიგაში თამაშობს (44,3%). კლუბებში კი ამ მხრივ "ჩელსი" გამოირჩევა (80%), რომელმაც "მანჩესტერ სიტის" და "ფენერბაჰჩეს" სულ ცოტათი აჯობა;
- ყველაზე სტაბილური გუნდი "ბარსელონას" ჰყავს. ფეხბურთელებს ამ კლუბში საშუალოდ 5,5 წელი აქვთ გატარებული. კატალონიელების გარდა, ერთადერთი კლუბი ევროპაში, სადაც მოთამაშეები საშუალოდ 5 წელია თამაშობენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლავთ;
- თუ "ბარსელონა" ევროპის ხუთ ჩემპიონატში ლიდერობს, 31 ჩემპიონატის მასშტაბით (11 653 ფეხბურთელი), ყველაზე მეტი ფეხბურთელი "აიაქსს" ჰყავს აღზრდილი - 69. მეორე ადგილზე ბელგრადის "პარტიზანია", "ბარსა" კი მესამე პოზიციას იკავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"