ტრანსფერები. 28-30 იანვარი: კაბაი... პარიზელები ფრანგებს საფრანგეთში აბრუნებენ

AutoSharing Option
შეუძლებელი იყო, ბოლო სეზონების დიდ მოთამაშეს სატრანსფერო ბაზარზე, "პარი სენ-ჟერმენს" არ "გაესროლა" და აკი გაისროლა კიდევაც - ინგლისური "ნიუკასლიდან" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი იოან კაბაი სამშობლოში დააბრუნა.

ეს ოპერაცია არაბული ინვესტიციით გამდიდრებულ კლუბს 19 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

თითქოს, ისედაც ძლიერ პსჟ-ს გაძლიერება არ სჭირდებოდა, თუმცა "ახალი სისხლი" არასოდეს არის ზედმეტი. თანაც, 28 წლის იოან კაბაი მართლაც საოცარ ფორმაშია. კაბაიმ პსჟ-სთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 იანვრამდე პსჟ-მ ერთხელ უკვე სცადა კაბაის ხელში ჩაგდება, მაგრამ "ჯორდებმა" შორს დაიჭირეს ფრანგების 14-მილიონიანი წინადადება.

სხვათა
შორის, "ლილმა" ეს ფეხბურთელი 2011 წელს "ნიუკასლში" სულ რაღაც 4,3 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა. ასე რომ, "კაჭკაჭებმა" სპორტულადაც იხეირეს და ფინანსურადაც - 79 მატჩში კაბაიმ 17 გოლი გაიტანა "ნიუკასლ იუნაიტედის" მაისურით.

2011 წლიდან, რაც პსჟ-ის აქციების უმრავლესობა ყატარულ "სპორტს ინვესტმენთის" ხელშია, კლუბმა ტრანსფერებში 200 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯა!

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღეღა დარჩა.

30 იანვარს ყველაზე აქტიური კლუბი "ვალენსია" იყო, რომელმაც დორლან პაბონი, ანდრეს გუარდადო და ელდერ პოშტიგა გაასხვისა, სამაგიეროდ კი, ჩინეთიდან მიბრუნებული თავისუფალი აგენტი სეიდუ კეიტა დაიმატა. გახსოვთ, ალბათ, ეს აფრიკელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" ასპარეზობიდან.

ტრადიციისამებრ, ბოლო დღეს საკმაოდ ბევრი გარიგება განხორციელდება და, ვინ იცის, იქნებ ძალზე მნიშვნელოვანიც...

იანვრის მთავარი ტრანსფერები
28 იანვარი
პეტერ ოდემვინგიე (კარდიფი-სტოკი), გაცვლა
კენაინ ჯონსი (სტოკი-კარდიფი), გაცვლა
ემირ ჰიუსი (სიტი-ბირმინგემი), იჯ.
ფაბიო და სილვა (იუნაიტედი-კარდიფი)
ბრიან დაბო (მონპელიე-ბლექბერნი), იჯ.
მაქსი ლოპესი (კატანია-სამპდორია), იჯ.
ბრუმა (გალათასარაი-გაზიანტეპი), იჯ.
ხენერელო (ელჩე-მალიორკა)
მარიანო ანდუხარი (კატანია-ნაპოლი)
მარიანო ანდუხარი (ნაპოლი-კატანია), იჯ.

29 იანვარი
იოან კაბაი (ნიუკასლი-პსჟ), 19 მლნ. ფუნტი
ლუუკ დე იონგი (გლადბახი-ნიუკასლი), იჯ.
რაფიკ ჯებური (ოლიმპიაკოსი-ნოტინგემი)
ჯეკ ჰანტი (პალასი-ბარნსლი), იჯ.
დანიელ ტოცსერი (ჯენოა-უოტფორდი), იჯ.
მარიო სანტანა (ჯენოა-ოლანენშე), იჯ.
ჰასან იებდა (გრანადა-უდინეზე), იჯ.
ბორხა ლოპესი (მონაკო-ვალეკანო), იჯ.
არნალდო სანაბრია (ბარსელონა B-სასუოლო)
ანდრეა კოკო (ვერონა-ბეირა მარი), იჯ.
ჯამელ მესბა (პარმა-ლივორნო), იჯ.
ლეანდრო პარედესი (ბოკა-კიევო), იჯ.
მატიას ვეჩინო (ფიორენტინა-კალიარი), იჯ.
კორაი გიუნტერი (დორტმუნდი-გალათასარაი)

30 იანვარი
დორლან პაბონი (ვალენსია-სან პაოლო), იჯ.
ელდერ პოშტიგა (ვალენსა-ლაციო), იჯ.
ანდრეს გუარდადო (ვალენსია-ლევერკუზენი), იჯ.
სეიდუ კეიტა (ვალენსია), თავ. აგ.
დანილო დამბროზიო (ტორინო-ინტერი)
მარსელო ესტიგარიბია (კიევო-ატალანტა), იჯ.
კრისტიან მოლინარო (შტუტგარტი-პარმა)
დანიელ ფოქსი (საუთჰემპტონი-ნოტინგემი)
ვილიამ კვისტი (შტუტგარტი-ფულჰემი), იჯ.
ვინისიუსი (ლაციო-პადოვა) იჯ.
რუბენ ოლივეირა (ფიორენტინა-ბრეშა)
იგნასიო სკოკო (ინტერნასიონალი-სანდერლენდი)
აბდულ რეზაკი (ანჟი-ვესტ ჰემი)

შენიშვნა: იჯ. - იჯარა; თავ. აგ. - თავისუფალი აგენტი
შენიშვნა: სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა 1-ელ იანვარს და დაიხურება 31 იანვარს, 23 საათზე გრინვიჩის დროით (1-ელ თებერვალს, დილის 3 საათზე საქართველოს დროით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული