გასული კვირის 5 ფრაზა: რა ეროვნებისაა ანტონიო კასანოს თავი?

AutoSharing Option
გთავაზობთ ხუთ ფრაზას, რომლებიც უცხოური სპორტული მედიის ჰიტებში მოხვდა:

1. "პარმას" თავდამსხმელი ამაური თანაგუნდელ ანტონიო კასანოზე:
"მე ვარ ბრაზილიელი, იტალიური პასპორტით. კასანო იტალიელია, ბრაზილიური ფეხებით".
ჩვენი კომენტარი: თავი, რომელიც კასანოს ხშირად არ უჯერებს, რა ეროვნებისაა?

2. დევიდ მოიესი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი (ჟურნალისტებს მიმართავს):
"მოაშორეთ თქვენი კამერები აქედან! ისინი თქვენ არ დაგჭირდებათ - ჩვენ უკვე დავასრულეთ სატრანსფერო კამპანია ერთი ფეხბურთელის ყიდვით".
ჩვენი კომენტარი: "იუნაიტედის" ასეთი თამაშით, მოიესის პრესკონფერენციებზე მალე ისედაც არ იქნება კამერები.

3. კლარენს ზეედორფი, "მილანის" ახალი თავკაცი:
"რაც
შეეხება ჰონდას... უნდა მოვითმინოთ - ის ხომ რუსეთიდან ჩამოვიდა, სადაც სულ სხვა კულტურა და თამაშის სტილია".
ჩვენი კომენტარი: "კულტურის შესახებ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რომელ "სტილზე" ლაპარაკობს ზე?

4. ვლად კირიკეში, "ტოტენჰემის" რუმინელი მცველი:
"უდიდესი მადლობა ამ სტატიისთვის, მაგრამ მასში გადამეტებებია".
ჩვენი კომენტარი: რუმინული პრესა წერდა, როგორ გამოთვრა ვლადი და "დეზების" ბოსები გააცოფა.

5. კლაუდიო ლოტიტო, "ლაციოს" პრეზიდენტი (ერნანესის "ინტერში" 20 მილიონ ევროდ გაყიდვამდე):
"ინტერს" მისი ყიდვა 17 მილიონ ევროდ უნდა? ამ ფასად მხოლოდ ერნანესის მარცხენა ფეხს ვყიდი".
ჩვენი კომენტარი: ბრაზილიელის სხეულის სხვა ნაწილები ძალიან იაფი ღირებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული