ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ლივერპულმა" (5:1) ლონდონის "არსენალი" გაანადგურა, "მეთოფეთა" იმედგაცრუებულმა კენიელმა გულშემატკივარმა "ლივერპულის" ქომაგი მოკლა.
BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი კენიის ქალაქ მერუში დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში მყოფი "არსენალის" ფანი ემოციებს ვერ გაუმკლავდა და "ლივერპულის" გულშემატკივარი დაჭრა.
დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კენიელებზე ინგლისური ფეხბურთის მავნე ზემოქმედების პირველი შემთხვევა.
2013 წლის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის" კენიელმა გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის "ნიუკასლთან" (0:1) დამარცხება ვერ გადაიტანა და თავი მოიკლა.
14:47 11-02-2014
კენიაში ლონდონის "არსენალის" ფანმა "ლივერპულის" ქომაგი მოკლა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული