ღირსეული საქციელი: "შახტარი" დაღუპული მაიკონის ხელფასს მის ოჯახს გადაუხდის

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც უკრაინული კლუბის ბრაზილიელი ფეხბურთელი მაიკონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, დონეცკელთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის თანხა, რაც ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ხელფასის სახით უნდა მიეღო, მის ოჯახს გადასცეს.

"მაიკონის კონტრაქტი ძალაში 2015 წლის შუა პერიოდამდე იყო. სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთ სიტუაციაში ხელშეკრულება ჩვეულებრივ წყდება, მაგრამ მაიკონმა 7 წლის ქალიშვილი და საკმაოდ ასაკოვანი მშობლები დატოვა

აქედან გამომდინარე, კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ფეხბურთელის ოჯახს სრულად გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და ხელი შეუწყოს მათ ამ რთულ დროს", - განაცხადა"შახტარის" გენერალურმა დირექტორმა.

კახა თორია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი სპორტსმენები რა დღეში არიან.სამოც წელს ვინც გადასცდა, ცოტათი მაინც მიეხმარეთ.
kola
19:06 16-02-2014
0
ღირსეული საქციელია! მაგალითი ყველას..
გიორგი
18:08 16-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული