ლუის ვან გაალი: ვან პერსი ნაკრებში ვარჯიშისას უფრო ბედნიერია, ვიდრე მოიესის გუნდში

AutoSharing Option
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუის ვან გაალი მიიჩნევს, რომ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედში" რთული პერიოდი აქვს.

ჰოლანდიელი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ 30 წლის ფორვარდი უფრო ბედნიერია, როცა ის ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშობს, ვიდრე დევიდ მოიესის გუნდში.

"ვფიქრობ, რობინ ვან პერსი შესანიშნავად წარმოაჩენს თავს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან მას უყვარს ჰოლანდიის ნაკრებში თამაში.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მას ახლა რთული პერიოდი აქვს. რობინს სურს, საკუთარი ტექნიკა აჩვენოს ადამიანებს და ამის გაკეთება ჰოლანდიის ნაკრებში უფრო შეუძლია.

მან ეს საკვალიფიკაციო მატჩებში დაამტკიცა. ამიტომ ის ჩვენი ბომბარდირია და იმედი
მაქვს, ასე გააგრძელებს",
- თქვა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რობინ ვან პერსის ტრავმა აწუხებს და რეაბილიტაციის კურსს გადის. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა 15 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული