BBC: ვინ გახდება წლის აფრიკელი? კანდიდატი ხუთია

AutoSharing Option
BBC-ის ტრადიციული ჯილდოს - აფრიკის წლის ფეხბურთელის ვინაობა 1-ელ დეკემბერს გახდება ცნობილი. იქამდე კი კანდიდატთა ხუთეული გახდა ცნობილი და ხმის მიცემაც გაჩაღდა.

სხვათა შორის, რჩეულისთვის საკუთარი ხმის მიცემა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, რაც ყველაზე მარტივი გასაკეთებელი ვებგვერდზეა და არა, მაგალითად, "დამესიჯებით".

ახლა თავად კანდიდატებზე გადავიდეთ. 2014 წლის აფრიკის ფეხბურთელად დასახელების შანსი აქვთ - "დორტმუნდის" გაბონელ შემტევ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, "პორტუს" ალჟირელ ლეგიონერ იასინ ბრაჰიმის, კოტ დ-ივუარისა და "რომას" ლიდერ ჟერვინიოს, "ლილის" ნიგერიელ მეკარე ვენსან ენიე
ამასა
და "მანჩესტერ სიტის" კოტდივუარელ ვიცე-კაპიტან იაია ტურეს. ამ უკანასკნელს შეუძლია ჯეი-ჯეი ოკოჩას შემდეგ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ აღიარებას ზედიზედ ორჯერ დაიმსახურებს.

ტურემ წინა სეზონში პრემიერლიგაში 20 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია ნახევარმცველისთვის. მისი კლუბი დიდწილად ამ ბურთების დახმარებით გახდა ჩემპიონი. ბრაჰიმი ახლა საუცხოო ფორმაშია და უმალვე იქცა "პორტუს" ლიდერად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბრწყინვალე იყო.

ბრაჰიმისა არ იყოს, შესაშურ ფორმაშია უაღრესად ტექნიკური ჟერვინიოც. სხარტ, ასევე, ტექნიკურ და მუდამ მოძრავ ობამეიანგსაც არაფერი დაეწუნება. ხოლო ენიეამა წლებია, სტაბილურად კარგად თამაშობს და ძალიან საიმედო გოლკიპერია, საოცარი "სეივებით".

გავიხსენოთ წინა გამარჯვებულებიც:
2000 - პატრიკ მბომა - პარმა / კამერუნი
2001 - სამუელ კუფური - ბაიერნი / განა
2002 - ელ ჰაჯი დიუფი - ლივერპული / სენეგალი
2003 - ჯეი-ჯეი ოკოჩა - ბოლტონი / ნიგერია
2004 - ჯეი-ჯეი ოკოჩა - ბოლტონი / ნიგერია
2005 - მოჰამედ ბარაკათი - ალ აჰლი / ეგვიპტე
2006 - მაიკლ ესიენი - ჩელსი / განა
2007 - ემანუელ ადებაიორი - არსენალი / ტოგო
2008 - მოჰამედ აბუტრიკა - ალ აჰლი / ეგვიპტე
2009 - დიდიე დროგბა - ჩელსი / კოტ დ'ივუარი
2010 - ასამოა გიანი - სანდერლენდი / განა
2011 - ანდრე აიუ - მარსელი / განა
2012 - კრის კოტონგო - ენანი / ზამბია
2013 - იაია ტურე - სიტი / კოტ დ'ივუარი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული