ერთგულების ეტალონები - კარგი იქნება, ამ წერილს ქართველი ფეხბურთელებიც თუ წაიკითხავენ

AutoSharing Option
დღევანდელ ფეხბურთში სანთლით არიან საძებარნი ისეთი მოთამაშეები, მთელი კარიერა ერთ გუნდს რომ ანაცვალეს, ან დიდზე დიდი დრო რომ გაატარეს იქ. მართალია, მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ.

ჩვენს წერილში პრიმერას იმ მოთამაშეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც კარგა ხანია, კონკრეტული გუნდების სიმბოლოებად იქცნენ.
ყველა ეს ფეხბურთელი აგრძელებს ბევრისდამტევ საფეხბურთო კარიერას.

მანუელ პაბლო
16 წელი და 3 თვე ერთგულად სწევს "დეპორტივოს" ფეხბურთელის ჭაპანს. გუნდთან ერთად ქვედა დივიზიონებიც მოიარა და ფინანსური სიდუხჭირეც გამოსცადა. არაა გამორიცხული, სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს.

ჩავი ერნანდესი
ალბათ, ვერც კი
წარმოგვიდგენია, როგორი შეიძლება იყოს "ბარსელონა" და საერთოდ ფეხბურთი ჩავი ერნანდესის გარეშე. უკვე 16 წელი და 3 თვეა, "ბარსელონას" აღზრდილი კატალონიური კლუბის ღირსებას იცავს.

იკერ კასილიასი
"რეალის"ლეგენდარული გოლკიპერი უკვე 15 წელი და 3 თვეა, იცავს "სამეფო კლუბის" ღირსებას. ჩვენს თვალწინ ჩაიარა იკერის საფეხბურთო კარიერამ. დღეს იგი ნამდვილი ლეგენდაა.

Sportall.Ge

კარლოს გურპეგი
12 წელი და 5 თვეა, "ატლეტიკში" თამაშობს. ბასკური გუნდის სიმბოლო. "ატლეტიკის" ქომაგებმა დაამზადეს პლაკატი, რომელზეც წერია: "გურპეგი - ლეგენდა!" ასეთ შეფასებას ბევრი ინატრებს.

ანდრეს ინიესტა
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი უკვე 12 წელი და 3 თვეა, ერთგულად ემსახურება "ბარსელონას". "ლა მასიას" აღზრდილს სხვა გუნდში არასოდეს უთამაშია და "ნოუ კამპზე" ამადაც უყვართ განსაკუთრებით.

ჩაბი პრიეტო
11 წელი და 3 თვეა, "სოსიედადის" გამორჩეული ფეხბურთელია. ქომაგები მას "გუნდის გულს" უწოდებენ. სხვადასხვა დროს არაერთი სოლიდური კლუბის შეთავაზება უარყო, რაც იმით ახსნა, რომ სხვაგან თამაში არ შეუძლია.

ბორხა უბინია
"სელტას" ნამდვილი სიმბოლო. უკვე 11 წელი და 3 თვეა, გუნდში თამაშობს. გულშემატკივრებმა მას "რკინა" შეარქვეს. გალისიური პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთი წლის წინ "სევილიას" წინადადება უარყო.

ანდონი ირაოლა
ჩაბი პრიეტოსი არ იყოს, ისიც 11 წელი და 3 თვეა, რაც "ბილბაოს" ღირსებას იცავს. ამ დროის განმავლობაში ბასკური გუნდისათვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ლიონელ მესი
10 წელი და 3 თვეა, "ბარსელონას" მილიონობით ქომაგს კატალონიელთა რიგებში დიდებული თამაშით ახარებს. ამბობს, რომ "ბარსაში" სურს კარიერის დასრულება.

იონ ანსოტეგი
9 წელი და 3 თვეა, "სოსიედადის" ერთ-ერთი ლიდერია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ანოეტაზე" მისი კარიერა არასოდეს დასრულდება.

სერხიო რამოსი
9 წელი და 1 თვეა, "რეალის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღმერთებენ კლუბისადმი განსაკუთრებული ერთგულებისა და გამარჯვებისკენ არაადამიანური სწრაფვის გამო. გადამწყვეტი გოლების გატანის შეუდარებელი ოსტატი.

* * *
კარგი იქნება, ჩვენს ამ წერილს ქართველი ფეხბურთელები თუ წაიკითხავენ. მათი უმრავლესობა ხომ ელვის სისწრაფით იცვლის გუნდებს და ისე გადადის ერთი კლუბიდან მეორეში, კვალის დატოვებასაც ვერ ასწრებს. ის კი არა, ჩვენში "მოდად" დამკვიდრდა ყოველ ექვს თვეში გუნდის გამოცვლა. კარდად გვესმის, რომ ესპანური და ქართული პირობების შედარება არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია - ასეთი ერთგული ხალხი არც ქართულ ფეხბურთს აწყენდა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერარდი სადაა?
0
სტატია კარგია და ეს სულელური დასკვნა რაღა საჭირო იყო. სულ თავისი ნებით წამოვიდა ყენია გერმანიიდან ან სხვა რომელიმე თავისი ნებით გადადის კლუბიდან კლუბში? არა დასკვნის სახით ხო უნდა დაეწერა ჟურნალისტს რამე სისულელე სამწუხაროდ ცენზურა არ მაძლევს საშუალებს ამ ,,სისულელეს" სხვა რამე ვუწოდო
llllasha
15:18 15-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული