"ოქროს ბურთი": იოჰან კრუიფი გერმანელების მხარესაა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმაზე, თუ ვინ იმსახურებს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს. კრუიფის აზრით, ყველაზე მეტად "ოქროს ბურთი" ეკუთვნის გერმანიის ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელს, რომლებმაც წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

"პირადად მე "ოქროს ბურთს" გერმანიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მივცემდი. მაგალითად, ძალიან მომწონს ფილიპ ლამის თამაში. შესაძლოა, თვალში არ გხვდებოდეს მისი მოქმედება, მაგრამ თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და მრავალი წლის განმავლობაში "ბაიერნის" ლიდერი გახლავთ. მანუელ ნოიერი - განსაკუთრებული მეკარეა, რომელიც ასევე იმსახურებს ასეთ
აღიარებას", - აცხადებს კრუიფი.

* * *
ამასობაში, ესპანურმა გამოცემა "მარკამ" გამოკითხვა ჩაატარა თავის მკითხველებში იმის გასარკვევად, ვინ არის საუკეთესო მეკარე იმათგან, ვის გვერდითაც უთამაშია "ბაიერნის" ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს.

შეგახსენებთ, ამასწინანდელ ინტერვიუში მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ბავარიას" მეკარე მანუელ ნოიერი ბევრით აღემატება იმ გოლკიპერებს, ვისთანაც მას კარიერაში უთამაშია.

"მარკამ" მკითხველებს შესთავაზა არჩევანის გაკეთება ნოიერს, "რეალის" მეკარე იკერ კასილიასსა და სხვა გოლკიპერებს შორის. გამოკითხვის შედეგებით გაირკვა, რომ რესპონდენტთა 58.9 პროცენტი კასილიასს ანიჭებს უპირატესობას. მეორე ადგილზე ნოიერი გავიდა 16.3 პროცენტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული