სტოიჩკოვი: ვან გალი იდიოტია, ბევრი ფეხბურთელი დაღუპა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი შემტევი ხრისტო სტოიჩკოვი კლუბის ყოფილ მწვრთნელს ლუი ვან გაალს აკრიტიკებს.

"რატომ ვერ მოიპოვა რიკელმემ გამარჯვება "ბარსელონაში" ? იმიტომ რომ მისი მწვრთნელი ისეთი იდიოტი იყო, როგორიც ვან გაალია. მან ბევრი კარგიც გააკეთა, ეს უნდა ვაღიარო, მაგრამ ბევრმა იზარალა მისი სულელი საქციელების გამო.

მეც გადავიტანე ეს. ერთხელ გასახდელში შემოვიდა და თქვა, რომ თამაშში ბევრი "კრუიფიზმია". რა თქმა უნდა, მე გავიფიქრე: სად შენ და სად იოჰანი? დიდი სხვაობა იყო მათ შორის." - მოჰყავს სტოიჩკოვის სიტყვები sports.es-ს.

შეგახსენებთ, ვან გაალი "ბარსელონას" ხელმღძვანელობდა
1997-2000 და 2002-2003 წლებში.

სტოიჩკოვი კი ესპანური გრანდის ღირსებას 1990 წლიდან 1997 წლამდე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები სტოიჩკოვს
ხვიჩა
21:45 02-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული