"თავის დროზე ჩვენ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ფრანკ რაიკარდს ვთხოვეთ, მესი პირველი გუნდის ვარჯიშებზე მოეწვია.
რონალდო? ის სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ მესი უკეთესია, რადგან მესი ჯადოქრობას ფლობს", - თქვა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს გახდება ცნობილი. ნომინანტთა შორის არიან კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და მანუელ ნოიერი.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით