კრიშტიანო რონალდოს ყოფილი შეყვარებული უკანალის გადიდებისგან კვდება [PHOTO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ყოფილი შეყვარებული ანდრესა ურაკი, რომელიც 2012 წლის ბრაზილიის Miss BumBum-ის გამარჯვებული გახდა, საავადმყოფოში რეანიმაციაში იმყოფება.

ექიმები კი 27 წლის ლამაზმანის გადარჩენას ცდილობენ.

საავადმყოფოში გადაყვანამდე ურაკმა უკანალის კიდევ უფრო გასადიდებლად პლასტიკურ ქირურგს მიმართა, რომელმაც ოპერაციის დროს უხარისხო ჰიდროგელი გამოიყენა.

ბრაზილიური სააგენტოების ცნობით, ანდრესა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მათი ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ ურაკმა თავი ცუდად იგრძნო და ფეხებსა და უკანალზე დიდი წითელი ლაქები გაუჩნდა.

როგორც გაირკვა, ტოქსიკური ჰიდროგელის გამო ანთებითი პროცესი დაიწყო და პაციენტი იმდენად ცუდად გამხდარა,
რომ ურაკი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატთან შეაერთეს.

გასულ წელს ანდრესამ სკანდალური გამონათქვამებით მოიპოვა პოპულარობა. ის ამბობდა, რომ კრიშტიანო რონალდომ მასთან ღამე გაატარა და ამით ირინა შეიკს უღალატა.

ამ დროისთვის ანდრესას მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და ის აპარატის გარეშე აგრძელებს სუნთქვას, თუმცა რეანიმაციიდან არ გამოუყვანიათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დღის სუპერგოგონა ანდრესა ურაკი: რონალდოსთან თავს ნახმარად ვგრძნობდი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს "კვდება" რა უბედურებაა?!
gela
09:10 05-12-2014
0
ბუნებრივად უნდა იყო ლამაზი.
mari
18:00 04-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული