მიეცი ხმა - რობენი, რონალდო და სუარესი წლის სიმულანტის პრემიისთვის "იბრძვიან" [VIDEO]

AutoSharing Option
უნარი, გამოსტყუო მსაჯს პენალტი, არ შეიძლება დაუფასებელი დარჩეს - ბოლოს და ბოლოს, ამას ხომ ისევე სჭირდება ნიჭი, როგორც გოლის გატანას?!

ჰოდა, აგერ, პრიზ "წლის სიმულანტის" ნომინაციაში, რომლის გამარჯვებულსაც საიტი fallondfloor.com გულშემატკივართა გამოკითხვით გამოავლენს, სხვებთან ერთად, არიენ რობენი, კრიშტიანო რონალდო და ლუის სუარესიც მოხვდნენ.

"წლის სიმულანტის" ნომინაციაში არიენ რობენი მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკასთან მატჩის ცნობილი ეპიზოდის გამო მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგის XIV ტურში "სელტასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში არტისტულად დაცემა არ დაუვიწყეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის სუარესი სიაში მუნდიალის ყბადაღებული ეპიზოდის
გამო აღმოჩნდა - იტალიელი ჯორჯო კიელინის "დაკბენის" შემდეგ ურუგვაელმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს კიელინიმ აქეთ ჩაასო კბილებში მხარი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
საიტმა ასევე დაუფასა არტისტობა ფრედის, ჯანკარლო გონსალესსა და ადრიანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული