ევროპის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
"ლივერპულის" 20 წლის ნახევარმცველი რახიმ სტერლინგი ევროპის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

ჯილდოს, რომელიც ასევე Golden Boy-თაა ცნობილი, იტალიური გაზეთი Tuttosport 2003 წლიდან ევროპის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს.

მიმდინარე წელს ამ პრიზისთვის 40 ნომინანტი იბრძოდა. ადრე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიღებული ჰქონდათ ლიონელ მესის, უეინ რუნის, სერხიო აგუეროს. გასულ წელს საუკეთესო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი პოლ პოგბა გახდა.

"ამაზე გაფიქრებაც კი შოკში მაგდებს. როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, ეგრევე დედას დავურეკე.

ზუსტად მას უნდა ვუმადლოდე ყველაფერს. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია
ჩემს ცხოვრებაში. მან ბევრი დათმო ჩემს გამო", - თქვა სტერლინგმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული