* "17 წლის ვხდებოდი. ორივენი არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოგვიძახეს რამდენიმე ამხანაგური მატჩისთვის. საწვრთნელ კომპლექსში ვიყავით და იმ მაგიდასთან აღმოვჩნდი, სადაც ესეკიელ გარაი, ლაუტარო ფორმიკა და ის იყვნენ. შევხედე, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. ბუცებზე საუბრობდნენ და უცებ თქვა, ეს ა
ვერ მოვითმინე და ვკითხე - რა გქვია? მან მიპასუხა - ლეო მესია. იმ დროს ეს ბევრის არაფრის მთქმელი გახლდათ და ვთხოვე, კიდევ გაემეორებინა, არასწორად ხომ არ გავიგე-მეთქი. ისევ მითხრა - მესი. გაეცინა და ყველას გაგვეცინა. მოგვიანებით ვფიქრობდი და გამახსენდა, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომელიც 12 წლის ასაკში "ბარსელონაში" აღმოჩნდა და მასზე ბევრს ლაპარაკობდნენ" - ასე გაიხსენა სერხიო აგუერომ მისი პირველი შეხვედრა ლიონელ მესისთან.
* "როგორი ფეხბურთელი იყო პუშკაში? იმაზე დიდი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თითქმის შეუჩერებელი. მის წინააღმდეგ გლაზგოსა და მადრიდში ვითამაშე. ის ძალიან სწრაფი, ყველაზე ჯანმრთელი და ფიზიკურად მომზადებული გახლდათ. უცებ ათამაშებდა კედელს, მონაწილეობდა სხვადასხვა კომბინაციაში და მისი დევნა იგივე იყო, რაც აჩრდილის შეჩერების მცდელობა. ის ნებისმიერი თაობის საუკეთესო გუნდში მოხვდებოდა" - ამგვარად დაახასიათა ლეგენდარული უნგრელი ფერენც პუშკაში "რეინჯერსის" ყოფილმა ვარსკვლავმა უილი ჰენდერსონმა.
* "დიეგო ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. პირადად მე მას პელეზე წინ ვაყენებ. პელეს არასოდეს უთამაშია უცხოეთში, მხოლოდ ამერიკაში, რომელიც მაღალი დონის შეჯიბრება არ გახლდათ. მარადონა კი ბრწყინვალე გახლდათ "ბარსელონაში" და განსაკუთრებით, "ნაპოლიში". მას მთელი ქალაქი აყოლიებული ჰყავდა და სიგიჟემდე უყვარდათ. იგი ბურთთან ერთად შეუდარებელი იყო, ფანტასტიკური კონტროლით გამოირჩეოდა. დიეგო დაუჯერებლად მაღალი კალიბრის ფეხბურთელი იყო" - მოგვახსენა თავისი აზრი ასევე დიდებულმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
* ისლანდიელი მეკარე ჰანეს ჰალდორსონი: "დილის რვა საათიდან ოთხ საათამდე, როგორც რეჟისორი, ისე ვმუშაობდი; 5-დან 8-მდე დროს კი ფეხბურთს ვუთმობდი, ისევე, როგორც უქმეებს. უიქენდებზე თან კომპიუტერიც მიმქონდა ხოლმე ფილმებთან ერთად და დარჩენილი დროისას მათ ვამონტაჟებდი. ახლა ჩემი ცხოვრება ასეთი დატვირთული და მრავალმხრივი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ვნანობ, რომ ფეხბურთი ავირჩიე და უკვე სხვაგვარად ვიფიქრე, როდესაც ნაკრებში მოვხვდი".
* "დავაც არ ღირს იმაზე, რომ ვან გაალს კონტინენტზე მშვენიერი სტატისტიკა აქვს, მაგრამ შესაძლოა, არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პრემიერლიგაში სულ სხვაგვარი ფეხბურთია. მოიესზე ზედმეტი ზეწოლა იყო და მას ბევრს სთხოვდნენ. როდესაც იგი გაუშვეს, იმ წუთისთვის არანაკლები შედეგი ჰქონდა, ვიდრე ამ სეზონში იმ დროისთვის ვან გაალს.
არადა, "მანჩესტერმა" ძალიან დიდი ფული დახარჯა. ანხელ დი მარია პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდებში გაიბრწყინა; ხოლო რადამელ ფალკაო უფრო მეტ დროს ლაზარეთში ატარებს, ვიდრე მინდორზე" - აღნიშნა ტომი დოჰერტიმ.
* ფრანსისკო ხენტო: "რონალდოს დი სტეფანოსთან შედარება სამართლიანია, რადგან იგი ჰგავს ალფრედოს. იგი ამ საუკუნის დი სტეფანოა. კრიშტიანოს საოცარი გოლები გააქვს და უკვე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".
* "დავინახე, რომ ოთახში იყო და გადავწყვიტე, აუცილებლდ უნდა დაველაპარაკო-მეთქი. უბრალოდ, მომენტს ვარჩევდი, არ მინდოდა, თავხედურად ან უხეშად გამომსვლოდა. ბედად, ჩემკენ მოდიოდა, როდესაც მე სააბაზანოსკენ გავემართე. "სერ ალექს, ბოდიში, რომ გაწუხებთ; უბრალოდ, მინდოდა მოგსალმებოდით" - ვუთხარი მე. დიდებული იყო, ალბათ სულ 3-5 წუთი ვილაპარაკეთ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა.
იგი ჩემი კარიერით დაინტერესდა და რამდენიმე კითხვა დამისვა. ეს დაუჯერებელი გახლდთ. ამ გასაუბრების მერე სააბაზანოში შევედი და რამდენიმე წუთი დამჭირდა დასამშვიდებლად. სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვკითხე - ახლა ეს მართლა მოხდა?" - იხსენებს შოტლანდიელ მწვრთნელთან შეხვედრას ლიან სანდერსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"