ირინა შეიკს კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად "ჰერაკლე" ჰყავს? [PHOTO]

AutoSharing Option
უცხოური პრესის ინფორმაციით, ირინა შეიკმა პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელთან, კრიშტიანო რონალდოსთან დაშორების შემდეგ რომანი ჰოლივუდის ვარსკვლავთან, დუეინ ჯონსონთან გააბა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი და ბრიტანული Metro ავრცელებენ.

წყაროების ცნობით, წყვილს ერთმანეთის მიმართ სიმპათიები ფილმ "ჰერაკლეს" გადაღების დროს გაუჩნდა, სადაც მთავარ როლს ჯონსონი თამაშობს, ხოლო შეიკს ეპიზოდური როლი აქვს.

Sportall.Ge

ბოლო დროს შეიკი და ჯონსონი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად. გარდა ამისა, სოაციალურ ქსელებში მათი ერთად ყოფნის ფოტოებიც ხშირად ვრცელდება.

ასევე ცნობილია, რომ შეიკმა ბოლო დაბადების დღე ჯონსონის კომპანიაში
გაატარა, რომელმაც ლამაზმანს ვარდების რამდენიმე დიდი თაიგული აჩუქა.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ირინა შეიკის წარმომადგენელმა რაიან ბრაუნმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რონალდო და შეიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ცნობა დაადასტურა თავად ფეხბურთელმაც.

ესპანური პრესა იუწყება, რომ რონალდოს ახალი მეგობარი გოგონა "რეალის" საკლუბო არხის ჟურნალისტი ლუსია ვილალონია.

Sportall.Ge

თუმცა სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ რონალდოს რომანი უკრაინელ მოდელთან, იარა ხმიდანთან აქვს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ რომანი უკრაინელ მოდელთან გააბა [+18 PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული