მისი აზრით, ქალთა და კაცთა ფეხბურთს ერთნაირი ყურადღება არ ექცევა და ეს უნდა შეიცვალოს; ხოლო თუ ორივე მუნდიალი ერთად გაიმართება, ეს ქალთა ფეხბურთს ახალ საფეხურზე აიყვანს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საბუკმეკერო კანტორამ "პედი პოუერმა" პირადად ჟინოლასთვის 250 ათასი გირვანქა გამოჰყო იმისთვის, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ახლა ფრანგი ახალ სპონსორებს ეძებს. მისი საარჩევნო კამპანია 2,3
"ყველა ვხედავთ, რომ ფიფა ცუდად მუშაობს და ეს მსოფლიო ფეხბურთში ბევრ პრობლემას ქმნის. ჩვენი მიზანი სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაა, რაც დავიდ ჟინოლას ნამდვილად ძალუძს" - ნათქვამია "პედი პოუერის" ერთ-ერთ განცხადებაში.
კანდიდატურის წამოყენების ბოლო ვადა 29 იანვარია. ამჟამად ცნობილია, რომ ჟინოლას გარდა, არჩევნებში მონაწილეობას ფიფას ყოფილი ფუნქციონერი ჟერომ შამპანი, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი, პრინცი ალი ბინ ალჰუსეინი და მოქმედი პრეზიდენტი ზეპ პლატერი მიიღებენ. 78 წლის ბლატერი პოსტზე 1998 წლიდან არის და მეხუთე ვადით სურს თანამდებობაზე დარჩენა. უეფას თავმა მიშელ პლატინიმ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"