2022 წლის მუნდიალთან დაკავშირებით, ყატარში ალკოჰოლის მიღება დაშვებული იქნება

AutoSharing Option
ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვა დაშვებული იქნება. ამის შესახებ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება.

"ყატარში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება მიღებული არაა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში გარკვეულ ადგილებში ის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ინფორმაცია ტურნირის მოახლოებისას გამოქვეყნდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ისლამური კანონებით, ყატარში ალკოჰოლიანი სასმელების გაყიდვა და მოხმარება აკრძალულია ყველგან, გარდა რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო სასტუმროში სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. ქვეყანაში ასევე იკრძალება ალკოჰოლიანი სასმლის შეტანა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული