ავსტრალია-სამხ.კორეა 2:1 (დ.დ.) - აზიის თასი მასპინძლებისაა

AutoSharing Option
აზიის თასის ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ანგარიშით 2:1 დაამარცხა სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდი და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

31 იანვარს, სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს, მასიმო ლუონგოს (45 წუთი) ზუსტი დარტყმით გახსნეს, თუცმა სამხრეთკორეელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაათანაბრეს - გოლით სონ ჰიუნ მინი (90+1) გამოირჩა.

დამატებულ დროში ჯეიმს ტროიზიმ (105) გაიტანა და ავსტრალიის ნაკრებს ამ ტურნირზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა.

ამასთან, "მწვანე კონტინენტის" გუნდი ვაჟთა პირველი ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც წარმატებას ორი კონფედერაციის ჩემპიონატში
მიაღწია. 2006 წლამდე, სანამ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წევრი გახდებოდა, ავსტრალიის ნაკრებს ოკეანიის თასზე გამარჯვება ოთხჯერ აქვს მოპოვებული.

ვინაიდან აზიის თასის გამარჯვებული კონფედერაციათა თასზე გამოსვლის უფლებას იღებს, ავსტრალიის ნაკრები რუსეთში 2017 წელს გასამართ ტურნირში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რათქმაუნდა ავსტრალია!
del piero 10
16:50 31-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული