31 იანვარს, სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის ბოლოს, მასიმო ლუონგოს (45 წუთი) ზუსტი დარტყმით გახსნეს, თუცმა სამხრეთკორეელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაათანაბრეს - გოლით სონ ჰიუნ მინი (90+1) გამოირჩა.
დამატებულ დროში ჯეიმს ტროიზიმ (105) გაიტანა და ავსტრალიის ნაკრებს ამ ტურნირზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოუტანა.
ამასთან, "მწვანე კონტინენტის" გუნდი ვაჟთა პირველი ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც წარმატებას ორი კონფედერაციის ჩემპიონატში
ვინაიდან აზიის თასის გამარჯვებული კონფედერაციათა თასზე გამოსვლის უფლებას იღებს, ავსტრალიის ნაკრები რუსეთში 2017 წელს გასამართ ტურნირში ითამაშებს.