უკრაინაში მობილიზაცია რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რომელიც 18-იდან 60 წლამდე მამაკაცებს ეხებათ. მთელი წლის განმავლობაში 104 ადამიანის გაწვევა იგეგმება.
"თუკი გუნდის რომელიმე ფეხბურთელს გაიწვევენ, ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ. თუკი საჭიროა, რა თქმა უნდა, ომში ყველა უნდა წავიდეს!", - თქვა სურკისმა და დასძინა, რომ სჯობს ფეხბურთელმა თავისი მისია მაინც მოედანზე შეასრულოს, რათა თავისი თამაშით იმედი მისცეს გულშემატკივარს, რომ მალე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს.