აფრიკის ერთა თასზე გვინეა-განას მატჩში ერთმანეთს გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
5 თებერვალს აფრიკის ერთა თასზე მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც გაიმართა. განის ნაკრებმა 3:0 დაამარცხა მასპინძელი ეკვატორული გვინეა და ფინალში კოტ დ'ივუარის ნაკრებს შეხვდება.

გოლები აბედი პელეს ვაჟებმა, ჯორდან აიუმ და ანდრე აიუმ, აგრეთვე, მუბარაკ ვაკასომ გაიტანეს.

ეს თამაში კინაღამ ჩაიშალა, თუმცა რაღა კინაღამ... 82-ე წუთზე მალაბოს სტადიონზე მატჩი შეწყდა, რადგან გვინეელმა ფანებმა ტრიბუნებზე განელ გულშემატკივრებს შეუტიეს.

გუნდებმა შეხვედრის ჩამთავრება მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეძლეს. პოლიციამ განელი ფანები სტადიონიდან გააპარა, რომელთაც მასპინძელთა ქომაგები სტადიონს მიღმა ჩასაქოლად ელოდებოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ველურები.
mama afrika.
18:39 06-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული