წესით და რიგით, "ბარსელონას" პრეზიდენტ
ხოსეპ მარია ბარტომეუს ახლა ამისთვის არ უნდა ეცალოს - 13 თებერვალს უმძიმესი ბრალდებით არის დაბარებული სასამართლოში. საქმე საგადასახადოსთვის 2,8 მილიონი ევროს დამალვას ეხება, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტი ბრძოლას აპირებს და მხნედ გამოიყურება - 5 თებერვალს კლუბის დელეგაციამ ვატიკანს მიაშურა და
პაპ ფრანსისკს "ბარსელონას" მაისურიც გადასცა.
მაისურის ზურგზე წერია - "პაპი ფრანსისკი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"