მისი დებიუტი კოტ დ'ივუარის ნაკრების რიგებში 2000 წელს შედგა რუანდას წინააღმდეგ. კოლომ მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე და "სპილოებთან" ერთად წააგო აფრიკის ერთა თასის ფინალები - 2006 წელს ეგვიპტესთან და 2012 წელს ზამბიასთან.
"ჩემი მიზანი აფრიკის ერთა თასის მოგება იყო, ახლა კი ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, უბრალოდ, მომენტით დატკბე და იმის დროც მოვიდა, რომ ვთქვა
მინდა, ჩემი მემკვიდრე წარმოგიდგინოთ, ეს უსმან ვიერა დიარასუბიაა. ახლა იგია დაცვის ახალი ბოსი. დიარასუბია ჩემი შემცვლელი იქნება და კარგი მენტორი ახალგაზრდებისთვის - ერიკ ბაილისა და უილფრიდ კანონისთვის.
არჩევანში ძალიან იშვიათად ვცდები. ასე რომ, ვფიქრობ, ვიერა იდეალურად შემცვლის" - განაცხადა კოლო ტურემ და კოტ დ'ივუარის მწვრთნელს, ერვი რენარს თავად გადაუწყვიტა, თუ ვისით უნდა ჩაანაცვლოს ფრანგმა იგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"