დიეგო კოშტამ ქველმოქმედება დაიწყო

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდმა დიეგო კოშტამ თავის მშობლიურ ქალაქ ლაგარტუში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის სკოლა გახსნა.

"ამ პროექტის განხორციელებაში ჩემი აგენტი მეხმარებოდა. მთავარი მიზანი არის, რომ ბავშვებს კარგი პირობები ჰქონდეთ, ისეთი, როგორიც მე არ მქონდა.

მინდა, რომ ბავშვები ქუჩას მოშორდნენ და ნარკოტიკებს არ გაეკარონ.

სკოლაში პროფესიონალები მუშაობენ. ბავშვები კარგი კვებით, მაღალი ხარისხის სამედიცინო მეთვალყურეობით და სხვა ყველა საჭირო პირობით არიან უზრუნველყოფილნი. გარდა ამისა, მწვრთნელები ყოველთვის საჭირო რჩევებს მისცემენ მათ.

ამ ბავშვებიდან ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი არ გამოვა, მაგრამ ისინი უკეთესი ადამიანები გახდებიან. სკოლაში აქცენტი განათლებაზე
კეთდება და არა ფეხბურთზე" - განაცხადა ქველმოქმედმა კოშტამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული