![](https://sportall.ge/pictures/image31/d82c40b0877a5dd6bf106b97844de274.jpeg)
"ატლეტიკოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 32 წლის თავდამსხმელი დიეგო კოშტა რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ერთ-ერთი მათგანი საუდის არაბეთის "ალ ჰილალია", რომელიც დიეგო კოშტას სეზონურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს სთავაზობს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს. თავად ფეხბურთელს არ გაუმხელია, თუ სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.