ეფექტურობის ტოპ-ათეული: საგოლე შანსს ევროპაში ყველაზე კარგად მადრიდის "რეალი" იყენებს

AutoSharing Option
"Huawei", 2014-15 წლების სეზონის მიხედვით, ევროპის 5 მოწინავე ლიგის ყველაზე ეფექტური გუნდების სტატისტიკურ რეიტინგს აქვეყნებს.

მადრიდის "რეალის" შეტევა ყველაზე ეფექტურია. მათ შანსების 22.09% გამოიყენეს და გოლად აქციეს. თანაქალაქელებს ბევრით არც დიეგო სიმეონეს ფეხბურთელები ჩამორჩნენ. "ატლეტიკოს" შემტევებმა შანსების 21.55% აქციეს გოლად. მესამე ადგილს "ბარსელონა" იკავებს, კატალონიელებმა შესაძლებლობების 20.87% გამოიყენეს.

მეოთხე ადგილზე "ვალენსიაა", 20.77%-ით.

ხუთეულს ბუნდესლიგის ჩემპიონი, მიუნხენის "ბაიერნი" ასრულებს 19,03%-ით, მაგრამ ესპანელების დომინირება გრძელდება, "ბაიერნს" "სევილია" მოსდევს 18.67%-ით. ათეულს ფრანკფურტის "აინტრახტი" (18.53%), ლონდონის "ჩელსი" (18.24%), "ლიონი" (18.18%) და ბერლინის "ჰერტა" (17.88%)
ასრულებენ.

ამ გუნდებს ბევრით არ ჩამორჩებიან "მანჩესტერ სიტი" (17.78%), პსჟ (17.62%) და "მანჩესტერ იუნაიტედი" (17.53%).

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული